დანი კარვახალი რევანშისთვის ემზადება
„რეალის“ განაპირა მცველი დიდხნიანი პაუზის შემდეგ „ფურია როხას“ შემადგენლობაში გამოჩნდა.
დანიელ კარვახალის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2014 წლის 4 სექტემბერს შედგა, ამხანაგურ შეხვედრაში საფრანგეთის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი წარმატებულ სეზონს ატარებდა, რასაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში 120 წუთის თამაშით დაადგა გვირგვინა, დელ ბოსკემ შეგირდი ბრაზილიაში გასამართი მუნდიალის მიღმა დატოვა. თავდაპირველად, მწვრთნელმა გაფართოვებულ განაცხადში შეიყვანა, თუმცა მის ნაცვლად ხუანფრანი და ასპილიკუეტა გაემგზავრნენ სამხრეთ ამერიკაში, რაც ნამდვილად მოულოდნელობა იყო.
მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, გუნდში გარკვეული ცვლილებები გახნორციელდა და დანიმას ფესვები გაიმყარა სასტარტო თერთმეტეულში. ის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისათვის ემზადებოდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ატლეტიკოსთან“ მიღებული დაზიანების გამო, საფრანგეთში ვერ გაჰყვა თანამემამულეებს.
უკვე 2018 წელს, „ორიანმა“ კვლავ ტრავმა მიიღო და კვლავ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბი ტურნირის ფინალში. მისდა საბედნიეროდ, ექიმებმა შეძლეს პოზიტიური შედეგის დადება და მცველიც დიდი სიხარულით გაეშურა რუსეთის მუნდიალზე, სადაც ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში სათადარიგოზე დარჩა, ხოლო დანარჩენ ორში სასტარტოდან ირჯებოდა. 1/8 ფინალურ სტადიაზე, ლეგანენის მკვიდრი მეორე ტაიმში გამოჩნდა მწვანე მინდორზე, თუმცა ესპანელების მარცხს ხელი ვერაფრით შეუშალა.
კარვახალისთვის უიღბლო გამოდგა შარშანდელი ზაფხულიც. ის 27 აპრილს, „ჩელსისთან“ დაპირისპირებაში დაიმტვრა, რაც ძვირად დაუჯდა. ფეხბურთელმა ბებერი კონტინენტის მორიგი პირველობა გამოტოვა.
ახლა „რეალის“ დაცვის ერთ-ერთი ლიდერი მწყობრშია და ოცნებობს, რომ ყატარის საფეხბურთო ფორუმისა 100 %-ით ჯანმრთელი შეხვდეს.
AS
- 17 ნოემბერი 2021
- 506
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.