ტიტემ ვინისიუსი შეაქო
არგენტინისა და ბრაზილიის დაპირისპირება ყაიმით დასრულდა.
სტადიონზე შეკრებილმა 25 ათასმა და ტელევიზორებთან მოკალათებულმა მილიონობით გულშემატკივარმა სამხრეთ ამერიკულ „კლასიკოში“ გატანილი გოლები ვერ იხილა, თუმცა ისინი გაწბილებუნლი ვერ დარჩებოდნენ, ვინაიდან მოედანზე ბურთაობდა ვინისიუს ჯუნიორი, რომლის შესანიშნავი ფინტიც ვირუსულად მოედო სოციალურ ქსელებს.
ახალგაზრდა მადრიდელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა სათამაშო კლასის მაღალი დონე, არადა, რომ არა ბობი ფირმინოს ტრავმა, ტიტე მის გამოძახებას არ აპირებდა განვლილ სანაკრებო ბატალიებში. მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობის განაცხადის შედგენის მომენტში, სრულიად უგულებელყო მისი ამჟამინდელი კონდიციები - 9 გოლი და 7 ასისტი მინდინარე სეზონში. შეიძლება ითქვას, რომ ლივერპულელის პრობლემებმა იხსნა ის კრიტიკის ქარ-ცეცხლისაგას.
არგენტინასთან ნამატჩევს, „სელესაოს“ დამრიგებელს მოუწია ვინისიუსის აღიარება: „ჩვენ გვყავს ვინი. მისი წარმატებული თამაშის წყალობით გაცილებით აგრესიულად ვუტევთ.“
„ბლანკოსის“ მომავალი ვარსკვლავი კმაყოფილი ბრუნდება ესპანეთის დედაქალაქში. ანჩელოტის გუნდს საკმაოდ რთული კალენდარის გადალახვა მოუწევს და შესაბამისად, 21 წლის შემტევის პროდუქტიული ასპარეზობა მეტად მნიშვნელოვანი იქნება მომავალ მატჩებში.
AS
- 17 ნოემბერი 2021
- 628
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.