„რეალი“ უკმაყოფილებას გამოთქვამს: „ეს დამანგრეველი იქნება“
სანაკრებო ბატალიების დასრულების შემდეგ, საფეხბურთო სამყაროში კვლავ საკლუბო ცხოვრება გრძელდება.
კარლო ანჩელოტიმ სამშაბათს განაახლა სავარჯიშო სესიები „ვალდებებასის“ ბაზაზე. მადრიდელებმა „გრანადასთან“ კვირას გასამართი მატჩისთვის დაიწყეს მომზადების პროცესი.
როგორც ადრე გაუწყეთ, მომდევო 21 დღე, „რეალისთვის“ ნამდვილად ჯოჯოხეთური იქნება, ვინაიდან აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, „თეთრებს“ 7 მატჩის ჩატარება მოუწევს: „მსგავსმა კალენდარმა შეიძლება გუნდის დანგრევა გამოიწვიოს“ - ამბობენ საწვრთნელ ბაზაზე.
ბუნებრივია, მადრიდელების უკმაყოფილება ადეკვატურია. ასეთ მოკლე ინტერვალში, მათ 2 ტურნირზე, მეტად მნიშნელოვან პაექრობებში მოუწევთ მონაწილეობას მიღება. „ბლანკოსი“ 21 ნოემბერს გრანადაში გასვლით დაიწყებს, რასაც მოჰყვება: „შერიფი,“ „სევილია,“ „ატლეტიკი“ (ჯერ ოფიციალურად არ არის დადასტურებული გადადებული მატჩის თარიღი), „რეალ სოსიედადი,“ „ინტერი“ და „ატლეტიკო.“
ახლა მთელი ყურადღება მიმართულია ანტონიო პინტუსისკენ, რომელიც მოთამაშეების ფიზიკურ კონდიციებზეა პასუხისმგებელი. არსებული მომენტისათვის, სებალიოსის და ბეილის გარდა, პირველი შემადგენლობის ყველა წევრი მწყობრშია, რაც იტალიელ დამრიგებელს საშუალებას მისცემს, გარკვეულ როტაციას მიმართოს მომავალ თამაშებში.
MARCA
- 17 ნოემბერი 2021
- 1 002
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.