ანჩელოტი ძალიან გაბრაზებულია
ანჩელოტისთან დაახლოვებული წყაროს ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი ძალიან გაბრაზებულია.
„რეალის“ დამრიგებლის ამ კონდიციამდე მიყვანაში ლომის წვლილი მიუძღვის გარეთ ბეილს, რომელიც კვლავ ტრავმირებული ბრუნდება სამშობლოდან. სანაკრებო ბატალიების წინ, გუნდის სამწვრთნელო შტაბი ფეხბურთელს აფრთხილებდა, რომ ის ჯერ სრულფასოვნად მზად არ იყო და შესაბამისად, უარი უნდა ეთქვა უელსში გამგაზავრებაზე, თუმცა, როგორც წესი, მოთამაშე უპასუხისმგებლოდ მოიქცა და შედეგიც სახეზეა.
მადრიდში დაბრუნების შემდეგ, ანჩელოტის მკაცრი საუბარი ექნება შეგირდთან. რა თქმა უნდა, აღნიშნული თემა ერთ-ერთი პრიორიტეტული გახდება შაბათს, „გრანადასთან“ გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, თუმცა, ცხადია, შემადგენლობის მესაჭე ჟურნალისტებთან არ აპირებს გასახდელში არსებული პრობლემების საჯაროდ განხილვას.
ფაქტი კი ის არის, რომ იტალიელი გარეთმა ძალიან გააბრაზა, რასაც იტალიელის მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.
ამ ეტაპისათვის უცნობია, რამდენი დღე გაუცდება ბეილს, რომელსაც 29 აგვისტოდან მოყოლებული, „ბლანკოსის“ რიგებში არ უთამაშია.
DC
- 17 ნოემბერი 2021
- 4 166
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.