მბაპე იანვარში? რა შემთხვევაში მოხდება ეს?
ის, რომ კილიან მბაპე მადრიდის „რეალში“ ითამაშებს, უბრალოდ დროის საკითხია.
რამდენიმე თვის წინ, ფლორენტინო პერესმა მსუყე წინადადებით მიმართა პარიზელებს ახალგაზრდა ფეხბურთელთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად, მადრიდში 2022 წლის ზაფხულის დადგომას ელოდებიან, როდესაც შემტევი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და „თეთრებს“ მისი გაფორმების შანსი უფასოდ მიეცემათ.
აღნიშნულის პარალელურად, ესპანეთის დედაქალაქში არ გამორიცხავენ, რომ მბაპე იანვარშივე შეუერთდეს ახალ კლუბს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „პსჟ“ 60-70 მლნ. ევროს ფარგლებში გადაწყვეტს შეგირდის გასხვისებას.
DC
- 17 ნოემბერი 2021
- 787
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.