ანჩელოტი: „ჩვენ ახლოს ვიყავით წაგებასთან“
კარლო ანჩელოტი „რეალ მადრიდ უნივერსიტეტის“ ღონისძიებას დაესწრო.
„ჩვენ ყველაზე პრესტიჟულ კლუბზე ვსაუბრობთ ფეხბურთის ისტორიაში, რომელსაც საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და ბევრი ქომაგი ჰყავს. აქ მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა. „რეალი“ 13 ჩემპიონთა ლიგას მოითვლის, ეს ციფრი სხვებისთვის მიუღწევადია. ეს ყველაფერი ღირებულებებისა და გამოწვეების შედეგის ნაყოფია. ნამდვილად იღბლიანი ვარ, რომ უკვე მეორედ მიწევს მადრიდში მუშაობა.“
„„ლა დესიმა“ გახლდათ ის, რაც თითოეულ მადრიდისტას უნდოდა. მატჩის მიმდინარეობის დროს, ახლოს ვიყავით წაგებასთან, მაგრამ პირველიდან ბოლო წუთის ჩათვლით, ფეხბურთელებმა თავგანწირვით იბრძოლეს, რათა სანუკვარი შედეგი დაედოთ. მაშინ, არა მხოლოდ ფეხბურთელები, არამედ მთელი კლუბი, მეტად მოტივირებულნი ვიყავით. ჩვენ გვჯეროდა ამის.“
„ფეხბურთი იცვლება, რაც გარდაუვალი პროცესია. მეთოდოლოგია, სტრატეგი, ფიზიოთერაპია, სისწრაფე მუდამ განახლებას ექვემდებარება. მოთამაშეები უფრო პროფესიონალები არიან, ვიდრე ადრე.“
„მწვრთნელმა თავის შეგირდებს საფეხბურთო იდეა უნდა გადასცეს. ბედნიერი ვარ, რომ აღნიშნული საქმიანობას ვეწევი და ყოევლდღიურად სიამოვნებას ვიღებ მისგან. ნებისმიერი სამუშაოს გრძნობითა და მონდომებით შესრულება, წარმატების საწინდარია. საჭიროა თავდაუზოგავი შრომა და მცირედი იღბალი.“
RealMadrid.Com
- 17 ნოემბერი 2021
- 641
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.