ბენზემამ კვლავ გაიტანა, ბრაზილია ფრეს დასჯერდა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა სანაკრებო ბატალიების ფარგლებში ბოლო მატჩები ჩაატარეს.ჰე
ფინეთი 0-2 საფრანგეთი
დეშამის შეგირდებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაასრულეს. „მამლებმა“ ჰელსინკში გამართულ შეხვედრაში 2 უპასუხო გოლი გაუტანეს ადგილობრივებს. კარიმ ბენზემა შეხვედრის მიმდინარეობაში 50-ე წუთზე ჩაერთო და მალევე, მბაპესთან გათამაშებული შესანიშნავი კომბინაციის წყალობით, ანგარიშიც გახსნა. შეხვედრაში საბოლოო წერტილი კილიანმა დასვა.
არგენტინა 0-0 ბრაზილია
სამხრეთ ამერიკულმა „ელ კლასიკომ“ გატანილი გოლების გარეშე ჩაიარა. „სელესაოსთვის“ განვლილი პაექრობა სიმბოლურ ხასიათს ატარებდა, ვინაიდან მუნდიალის საგზური განვლილ ტურში, კოლუმბიასთან დაპირისპირების შემდეგ გაინაღდა. აღსანიშნავია, რომ მილიტაომ და ვინისიუსმა შეუცვლელად იასპარეზეს, ხოლო კაზემირო დისკვალიფიკაციის გამო უქმობდა.
ჩრდილოეთ მაკედონია U21 0-1 საფრანგეთი U21
„ლურჯების“ ახალგაზრდულმა გუნდმა მორიგი 3 ქულა დაიბევა შესარჩევი ციკლის ფარგლებში. ისინი H ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობენ. კამავინგამ მწვანე მინდორზე 85 წუთი გაატარა.
- 17 ნოემბერი 2021
- 436
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.