ჟოან ლაპორტა და ფლორენტინო პერესი სატრანსფერო ბრძოლაში ებმებიან
კატალონიის „ბარსელონას“ და მადრიდის „რეალის“ ინტერესები გადაიკვეთა. პრეზიდენტები სატრანსფერო ბრძოლაში ერთვებიან...
საქმე ეხება კარიმ ადეიემის ტრანსფერს, რომელიც მცირე ასაკის მიუხედავად, არაერთი ტოპ გუნდის რადარზე მოექცა და ეჭვი არავის ეპარება, რომ 2022 წლის ზაფხულში კლუბს შეიცვლის.
ადეიემის სანაცვლოდ „ბარსელონამ“ შესაბამისი ფინანსური რესურსი უკვე გამონახა და მზად არის, 40 მილიონიანი მოლაპარაკებები აწარმოოს. „კულეებს“ 2019 წელს ფეხბურთელის მიერ გაკეთებული კომენტარი იმედს აძლევს, სადაც მოთამაშე აცხადებს, რომ ლეო მესის და „ბარსელონას“ დიდი გულშემატკივარია.
პარარელურად მადრიდის „რეალს“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა აქვს დაწყებული და ფეხბურთელის უშუალო კონკურენტისთვის დათმობას არ აპირებს.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...
- 16 ნოემბერი 2021
- 823
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.