იოვიჩის წასვლის შემთხვევაში მარიანოს გასხვისება არ განიხილება
იმ შემთხვევაში, თუ ლუკა იოვიჩი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ფიორენტინას“ მიაშურებს, მადრიდის „რეალი“ მარიანო დიასის გასხვისებაზე აღარ იფიქრებს...
წინახაზელს რამდენიმე მსურველი ჰყავს, თუმცა პერესი პასუხის გაცემას არ ჩქარობს და ლუკა იოვიჩის ირგვლივ არსებულ სიტუაციას აკვირდება.
სერბი ფორვარდი რამდენიმე გუნდს აინტერესებს, ყველაზე დიდ აქტიურად კი „ფიორენტინა“ იჩენს, რომელიც მზად არის ფეხბურთელი 6 ან 18 თვიანი იჯარით წაიყვანოს.
თუ ლუკა გუნდს დატოვებს, დიასს მინიმუმ სეზონის ბოლომდე ანჩელოტის კოლექტივში ყოფნა გარანტირებული ექნება.
- 16 ნოემბერი 2021
- 379
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.