ინტერვიუ ანტონიო ვარგასთან
მას რაულს კარგ ფეხბურთელად ვთვლი მაგრამ არა "მადრიდისტად"...
გთავაზობთ ინტერვიუს მადრიდის "რეალის" ფან კლუბის "Orgullo Vikingo"-ს პრეზიდენტთან- ანტონიო ვარგასთან.
გამარჯობა ანტონიო უკვე 3 წელი გავიდა ჩვენი პირველი ინტერვიუდან. მე სანამ თქვენთან შესახვედრად ვემზადებოდი, სიამოვნებით გადავხედე ჩვენს პირველ ინტერვიუს. მე მინდა რამდენიმე კითხვა პირველი ინტერვიუდან დაგისვა, საინტერესოა შეიცვალე თუ არა აზრი.
მინდა გკითხოთ თქვენს დამოკიდებულებაზე "რეალის" ხელმძღვანელობასთან. როგორი იყო კალდერონის მმართველობა, მან ხომ ახლახანს დაამთავრა მოღვაწეობა რეალში?
ის ჩვენ არაფერში გვეხმარებოდა, ჩვენ მას არც არაფერს ვთხოვდით, ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ დამოუკიდებელნი ხელმძღვანელობისაგან, მათ საკუთარი პრობლემები აქვთ და რაც მთავარია ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ადგილი სადაც ვზივართ სტადიონზე. შემოგვთავაზეს ადგილის შეცვლა მოპირდაპირე მხარეს, მაგრამ იქეთ სხვა ფანკლუბებია, სრულიად განსხვავებული მენტალიტეტის მქონე და ჩვენ ვერ შევეწყობით ერთმანეთს.
გყავთ თუ არა ახალი მოკავშირეები ესპანეთს გარეთ?
"პანათინაიკოსი" ჩვენი ძმები იქნებიან სამუდამოდ. ყველაფერი 1995 წელს დაიწყო, კალათბურთის ფინალიდან ვმეგობრობთ. წელს ჩვენ რა თქმა უნდა ჩავალთ საბერძნეთში მეგობრებთან. აგრეთვე უნგრეთში გვყავს. ესპანეთში ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს "ჰერკულესის" ფან კლუბთან.
როგორ გამოიხატება ფანების საერთაშორისო მეგობრობა?
მარტივად. როდესაც "პანათინაიკოსს" თამაში აქვს ესპანეთში ჩვენი ფან კლუბი გვერდში უდგას.
არც ერთი რუსი გულშემატკივარი არ მოსულა თქვენთან ახლოს გასაცნობად, ან დასამეგობრებლად?
არა
შენი ცხოვრების მანძილზე გქონია ურთიერთობა რუს კოლეგასთან?
არა
რა იცი რუსულ და აღმოსავლეთ ევროპის ფეხბურთზე?
დღითი დღე ის უფრო საინტერეო ხდება. აგრეთვე აღმოსავლეთ ევროპაში კარგად შეუძლიათ გულშემატკივრობა.
დამისახელეთ თუ იცით რომელიმე რუსული ფანკლუბები?
ესპანეთში ბევრს ლაპარაკობენ "სპარტაკის" "ცეესკას" "ლოკომოტივის" "ზენიტის" ფირმებზე. აგრეთვე ვიცი რომ ლოკომოტივის ერთ-ერთ ფირმას "ვიკინგები" ქვია.
რომელი დასამახსოვრებელი აქციები ქონდა თქვენს ფან კლუბს?
ჩვენ ვყოფილვართ "ჩემპიონთა ლიგის" ბევრ ფინალზე, მაგრამ ამათგან ამსტერდამის ფინალი გამორჩეული იყო. ჩვენი ფანკლუბიდან 120 კაცი ვიყავით.
შენი აზრით რატომ არის ფან კლუბებს შორის დაპირისპირება?
ჩვენ ყველას სხვადასხვა ტრადიცია გაგვაჩნია, პატივს ვცემთ ერთმანეთს, მაგრამ დიდად არა..
მითხარით ვის თვლით თქვენს მთავარ კონკურენტად?
მოდით თავს შევიკავებ, თორემ ჩემი მტრების რეკლამა გამომივა.
თქვენთვის აზრი აქ კატალონიელი იქნება თუ ბასკი გულშემატკივარი?
მე მის წარმომავლობას ყურადღებას არ ვაქცევ. მთავარია მათ იცოდნენ, რომ მე მადრიდელი ვარ.
რას ფიქრობ ახალ "გალაქტიკოსზე" თქვენც დახარჯავდით ამხელა თანხას?
მე ასეთი რამის წინააღმდეგი ვარ. ნამდვილად არ გადავიხდიდი ამხელა ფულს, მაგრამ სასაცილო ის არის, აღარავინ ლაპარაკობს "ბარსელონას" "ტრიპლეტზე" ყველას რეალის ფული აღელვებს.
რა ხდება ესპანეთში ფეხბურთის გარშემო?
ამჟამად ყველაპერი ფულზე იყიდება, ფეხბურთში უკვე ბევრი მოდის ფულის საშოვნელად.
შეგიძლიათ დაასახელოთ 3 საუკეთესო ფირმა ესპანეთში?
არა.. არ მსურს მათთვის რეკლამის გაკეთება.
როდის იყო ბოლოს ყველაზე მეტი გულშემატკივარი გასვლით თამაშებზე?
ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე.
რომელია დღესდღეობით საუკეთესო ფანკლუბი ესპანეთში?
ამჟამად ესპანეთში ფეხბურთის გარშემო ცუდი სიტუაციაა, გაურკვეველია ვინ სად არის.
ტანსაცმლის რომელი მარკაა ამჟამად ესპანეთში პოპულარული?
"ტომი ჰილფირგელი" "ლაკოსტა" "რალფ როლანი"....
რომელი ფირმა ასპონსორებს ესპანეთის ნაკრებს?
ნამდვილად არ ვიცი ნაკრების სპონსორის შესახებ.
რომელი წიგნი წაიკითხე ბოლოს და რომელ კინოს უყურე?
ინგლისურ წიგნს ვკითხულობდი, მაგრამ სახელი უკვე დამავიწყდა.
თქვენ ისევ თვლით რაულს იდიალურ მადრიდისტად და საუკეთესო ფეხბურთელად?
ეს ყველაფერი რუსმა ჟურნალისტებმა აურიეს, რაულზე არასდროს მითქვამს ნამდვილი მადრიდისტია მეთქი. ერთხელ მან განაცხადა, რომ ვერ იტანს მადრიდის "რეალს" ამიტომ მე მას კარგ ფეხბურთელად ვთვლი მაგრამ არა "მადრიდისტად" ჩემთვის იდიალი გრანეროა.(მგონი ამას სიცხე ქონდა. ავტ.toni_777)
ვინ მოგაწონათ თავი ახალწვეულებიდან?
გრანერომ, ადანმა. მათ ვისთვისაც რეალის ინტერესები პირველ რიგში დგას.
კარგად მეგობარო შეხვედრამდე. 2010 წელს მაისში ჩემპიონთა ლიგის ფინალში შევხვდებით.
კარგად.
P.S-ეს მგონი ცოტა ვერაა....
- 14 აგვისტო 2009
- 1 817
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.