ბრაჰიმს „მილანში“ დარჩენა სურს

ბრაჰიმ დიასი 2022 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალში“ დაბრუნების პერსპექტივას არ განიხილავს. ფეხბურთელს „მილანში“ დარჩენა მინიმუმ 2023 წლის ზაფხულამდე სურს...

მიზეზი მარტივია - ესპანეთის ნაკრებში მოხვედრა და ყატარში თამაში. დიასი ლუის ენრიკეს კოლექტივში უკვე ხშირად ხვდება, რაც „მილანში“ ნაჩვენები შედეგის დამსახურებაა.

დიასმა იცის, რომ „ბლანკოსში“ დაბრუნების შემთხვევაში, მისი სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შემცირდება და „ფურია როხაში“ მოხვედრის შანსს ფაქტობრივად დახარჯავს.

ახალგაზრდა წინახაზელი „როსონერის“ რიგებში ბედნიერია და საკუთარ მომავალს სწორედ სერია „ა“-ში ხედავს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რას ფიქრობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კარლო ანჩელოტი.

  • Hala
  • 16 ნოემბერი 2021
  • 459
  • 1

1

16 ნოემბერი 2021 23:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 877
რას უნდა ფიქრობდეს ბლია ტიპს თამაში უნდა და არა სკამის ხეხვა.მარიანო იოვიჩი დაემართება მერე ნაკრებიც არ გამოიძახებს.
-----------------------
Decimotercero

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)