ვიტსელი: „აზარი მზად არ იყო ამისათვის“
აქსელ ვიტსელმა მცირე კომენტარით ნათელი მოჰფინა ედენ აზარის ირგვლივ არსებულ სიტუაციას.
„ედენს ფიზიკური კონდიციები არ აძლევდა საშუალებას, რომ მიჯრით ორ შეხვედრაში მიეღო მონაწილეობა. აღნიშნული ინფორმაცია მწვრთნელმა მოგვაწოდა“ - დასძინა ბელგიელმა.
ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ შემტევმა ნახევარმცველმა მცოლოდ 60 წუთი გაატარა საქმეში. მან ადგილობრივ ფეხბურთის ფედერაციას უელსთან მატჩის გამოტოვების თხოვნით მიმართა, რაც დაუკმაყოფილეს. ედენი ამჟამად მადრიდში იმყოფება, სადაც დღეს, თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა.
როგორც იწერება, გეგმის მიხედვით, „შვიდიანი“ ოთხშაბათს უნდა დაბრუნებულიყო „ვალდებებასზე“, მაგრამ ის ნაადრევად გამოჩნდა ბაზაზე, რათა მოკლე დროში მოახდინოს ფორმის აღდგენა, წინააღმდეგ შემთზვევაში, კვლავ სათადარიგოზე მოუწევს უმეთესო დროის გატარება.
as
- 16 ნოემბერი 2021
- 487
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.