მარსელოს ბრაზილიაში უხმობენ

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მარსელოს ბრწყინვალე კარიერა სამეფო კლუბში დასასრულს უახლოვდება.

ბრაზილიელ ფეხბურთელს მომდევნო ზაფხულს ეწურება მოქმედი კონტრაქტი „რეალთან“ და კლუბის გეგმებში მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივება არ შედის. შეასაბამისად, მსურველს უანგარო შეეძლება ლეგენდარული განაპირა მცველის გაფორმება.

არსებული მომენტისათვის, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურ უკანახაზელისადმი ინტერესს, ბრაზილიური კლუბები გამოხატავენ. მისი დაბრუნების დიდ სურვილს გამოთქვამს „ფლუმინენსე,“ სადაც მოთამაშემ პირველი ნაბიჯები გადადგა ფეხბურთში, თუმცა გაცილებით რეალურია „ბოტაფოგოს“ ვარიანტი. აღნიშნული კლუბი ახლახანს დაწინაურდა ქვეყნის უმაღლეს ლიგაში და ევროპიდან ვეტერანი ფეხბურთელების გადაბირებითაა დაკავებული. მათი რიგები უკვე გააძლიერეს კეისუკე ჰონდამ და სოლომონ კალუმ. „მარტოხელა ვარსკვლავის“ პრეზიდენტის განცხადებით, იმისათვის, რომ 33 წლის მარსელოს სახელფასო მოთხოვნები იქნას დაკმაყოფილებული, დამატებით სპონსორს მოიძიებენ.

marca

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)