ბეილმა „რეალის“ მოთხოვნა უგულებელყო
როგორც უკვე გაუწყეთ, გარეთ ბეილი კვლავ ლაზარეთის მგზავრია.
შემტევ ნახევარმცველს ბელორუსის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული 45 წუთი ძვირად დაუჯდა. მისი დაზიანების ხარისხი მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც ეს უკანასკნელი მადრიდში ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბს გაფრთხილებული ჰყავდა ბრიტანელი იმის შესახებ, რომ მოედანზე გასვლის შემთხვევაში არსებობდა 30 პროცენტიანი შანსი ტრავმის მიღებისა. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე, ანჩელოტიმ არ შეიყვანა ბეილი „რაიო ვალეკანოს“ მატჩის განაცხადში.
მიუხედავად ყველაფრისა, გარეთმა უგულებელყო „რეალის“ მოთხოვნა და მაინც გაემგზავრა სამშობლოში. ეს არ არის პირველი შემთხვევა მისი უპასუხისმგებლო ქმედებისა.
DC
- 16 ნოემბერი 2021
- 773
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.