ვუდგეითი: „ის ძალიან მეხმარებოდა „რეალში“ თამაშის დროს“

ჯონათან ვუდგეითმა სამეფო კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

ინგლისელი ფეხბურთელი ესპანეთის დედაქალაქში 2004 წელს გადაბარგდა და ტრავმების გამო, მხოლოდ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ სადებიუტო შეხვედრაში, „ატლეტიკის“ წინააღმდეგ, ცენტრალურმა მცველმა ჯერ საკუთარ კარში გაიტანა გოლი (25-ე წუთზე), ხოლო შემდეგ წითელი ბარათი მიიღო (66-ე წუთზე). მიუხედავად აღნიშნულისა მადრიდელებმა მაინც მოახერხეს ბასკების დამარცხება (3-1).

„24 წლის ვიყავი, როდესაც პირველი პაექრობა ჩავატარე „რეალის“ რიგებში. გამარჯვების წყალობით, გულშემატკივრებს დაავიწყდათ ის ფაქტები, რაც თავს გადამხდა. რონალდო იყო პირველი მოთამაშე, რომელიც ნამატჩევს მოვიდა ჩემთან და მესაუბრა. მან მკითხა თუ როგორ ვიყავი, რაზეც ვუპასუხე, რომ საშინელ იმედგაცრუებას ვგრძნობდი.“

„ბრაზილიელმა ბევრი პოზიტივი დამანახა. შემდეგ მთლიანი სეზონი გამიცდა ლაზარეთში ყოფნის გამო და ის ყოველთვის მხარს მიჭერდა. ხშირად მეუბნებოდა, რომ ჩემი ფეხი კარგ მდგომარეობაში იყო. სწორედ მისი დახმარებით მარტივად გადავხარშე ბევრი პრობლემა.“

„მე და რონალდო ხშირად ვატარებდით ერთად დროს. როდესაც ჩემი მეგობრები ჩამოდიოდნენ ინგლისიდან, ის ჩვენთან ერთად იყო. მათ არ სჯეროდათ, რომ ასეთი ლეგენდარული ფეხბურთელის გვერდით უწევდათ გართობა.“

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)