კასტილია - რაულმა გასაღები იპოვა
რაულის დარიგებულმა „რეალ მადრიდ კასტილიამ“ მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო.
„ელ კაპიტანოს“ გარკვეული სირთულეების გადალახვა მოუწია და ახლა უკვე, უკანასკნელი 3 თამაშის განმავლობაში, ახალგაზრდა მადრიდიტები გამარჯვებულნი ტოვებენ მწვანე მინდორს. მათ მოახერხეს „კოსტა ბრავას,“ „ალხესირასისა“ და „ვილიარეალ ბ“-ს (რომელიც სატურნირო ცხრილის ლიდერია) მიჯრით დამარცხება, რისი წყალობით, გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს. იმისათვის, რომ ლეგენდარულ კაპიტანს წარმატების გასაღები ეპოვა, სასტარტო შემადგენლობაში 26 ფეხბურთელის გამოცდა მოუწია. ის აქტიურად იძახებს მოთამაშეებს კლუბის სხვადასხვა ასაკობრივი გუნდებიდან.
მე-12 ტურის თავზე, კასტილიელების მონაგარი 17 ქულას შეადგენს. ისინი 8 ქულით ჩამორჩებიან პირველადგილოსანს, ხოლო 4 ქულით საფლეიოფო ზონას. როგორც იცით, პრიმერა RFEF (ყოფილი სეგუნდა ბ) მე-2 ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გადადის ლა ლიგა 2-ში, ხოლა დანარჩენ 4 პოზიციაზე გასულები მონაწილეობენ ფლეი-ოფებში.
ამ მომენტისათვის, „რეალ მადრიდ ბ“-ს 15 გოლი აქვს გატანილი და ამდენივე გაშვებული. მთავარ ბომბარდირებად კი არანდა და არიბასი ითვლებიან (3-3).
ცნობისათვის, რაულის გუნდის ფეხბურთელების საშუალო ასაკი 19 წელსა და 4 თვეს შეადგენს, თუმცა მიმდინარე ჩემპიონატში შეხვდებით ვეტერან ფეხბურთელებსაც: ცნობილი დანი გიუიზა (41 წლის), ხულიან სერდა ვისენტე „ხული“ (40) და პაბლო ერნანდესი (36).
AS
- 16 ნოემბერი 2021
- 684
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.