როდის გააფორმებს მოდრიჩი ახალ კონტრაქტს?
მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, ლუკა მოდრიჩისთვის ერთადერთ გამოწვევად „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება რჩება.
როგორც იცით, ხორვატ ფეხბურთელს 2022 წლის ზაფხულში ეწურება მოქმედი ხელშეკრულები და გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი მზაობას გამოთქვამს, კიდევ ერთი წლით ითანამშრომლობს „ოქროს ბურთის“ მფლობელთან.
ჟურნალის ფაბრიციო რომანოს ცნობით, ლუკა და დონ ფლორენტინო დეკემბერში მიუსხდებიან მრგვალ მაგიდას და შესაბამის ფურცლებს მოაწერენ ხელს.
ამრიგად, მოდრიჩი ყატარის მუნდიალზე „ბლანკოსის“ მოთამაშის რანგში წარდგება და მოგვიანებით, განახლებულ „სანტიაგო ბერნაბეუზეც“ მოასწრებს ბურთაობას.
DC
- 16 ნოემბერი 2021
- 403
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.