კურტუა „გრანადასთან“ საეჭვოა?
ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიბო კურტუა უელსთან შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანა.
რობერტო მარტინესის განცხადებით, 29 წლის კარის დარაჯმა ესტონეტთან ნამატჩევს გარკვეული დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც განვლილი დღეების განმავლობაში არ უვარჯიშია.
კურტუა მადრიდში დაბრუნდება და კლუბის მედიკოსებთან ერთად გაივლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნულის შემდეგ გაირკვევა, მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას „გრანადასთან“ გასვლით პაექრობაში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, საკლუბო ასპარეზზე, პირველი ნომერი შეცვლელად ირჯება - 16 თამაში/1440 წუთი.
BD
- 16 ნოემბერი 2021
- 430
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.