„ადიდასისა“ და „ნაიკის“ ომი „რეალის“ გასახდელში
ყველაზე ცნობილ სპორტულ ბრენდებს, „ადიდასსა“ და „ნაიკს,“ საფეხბურთო კლუბების 65% აქვთ ათვისებული.
როგორც იცით, მადრიდის „რეალი“ 1998 წლიდან თანამშომლობს გერმანულ კომპანიასთან, ხოლო უშუალოდ გასახდელში, ფეხბურთელების გემოვნება ორად არის გაყოფილი. 12 ფეხბურთელი „ადიდასთან“ თანამშრომლობს (რაც ძირითადათ ბუცების ასპექტში გამოიხატება), ხოლო 12-იც „ნაიკთან.“
„ადიდასი:“ ალაბა, მილიტაო, მარსელო, კროოსი, ასენსიო, ვასკესი, ბეილი, ბენზემა, იოვიჩი, ისკო, ნაჩო და მენდი.
„ნაიკი:“ კურტუა, ლუნინი, ვალეხო, კარვახალი, მოდრიჩი, კამავინგა, კაზემირო, სებალიოსი, ვინისიუსი, როდრიგო, აზარი და მარიანო.
დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არსებული სურათი რადიკალურად შეიცვლება და ამერიკული კოორპორაცია გაიჭრება წინ, ვინაიდან „რეალიდან“ მარსელოს, ისკოსა და ბეილის წასვლა იგეგმება, ხოლო პოტენციური მომსვლელები (მბაპე, ჰალანდი და რუდიგერი) უპირატესობას „ნაიკს“ ანიჭებენ.
თქვენ რომელ ბრენდზე აჩერებთ არჩევანს?
- 16 ნოემბერი 2021
- 1 779
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.