ანჩელოტიმ როტაცია გადაიფიქრა?

სანაკრებო ბატალიები ყოველთვის დიდი თავსატეხია ისეთი დიდი კლუბისათვის, როგორიც „რეალია.“

დამქანცველი საკლუბო რეჟიმის პარალელურად, ფეხბურთელები დამატებით იღებენ დატვირთვას, რაც მათ ფიზიკურ კონდიციებზე ისახება და მეტიც, ხშირად, ეროვნული გუნდებიდან ტრავმირებულნიც კი ბრუნდებიან მოთამაშეები.

გამომდინარე იქედან, რომ „ბლანკოსის“ მომავალი კალენდარი საკმაოდ დახუნძლულია რთული და პრინციპული პაექრობებით, ანჩელოტის განზრახული ჰქონდა „გრანადას“ წინააღმდეგ გადახალისებული შემადგენლობის გაყვანა მოედანზე. მის გეგმებში კურტუას, კაზემიროსა და კარვახალის დასვენება შედიოდა. მიმდინარე სეზონში, გოლკიპერმა ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო მასზე არანაკლები დრო გაატარა საქმეში ბრაზილიელმა. რაც შეეხება დანის, მცველმა ახლახანს მოიშუშა დაზიანება და შტაბი ცდილობს გართულებების თავიდან არიდებას.

კარლიტოს სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ აღნიშნულმა ფეხბურთელებმა სანაკრებო დონეზე 2-დან მხოლოდ 1 დაპირისპირებაში მიიღეს მონაწილეობა. კაზეს დისკვალიფიკაციის გამო უწევს არგენტინელებთან უქმობა, ხოლო დანარჩენებს მწვრთნელების გადაწყვეტილებით მიეცათ დასვენების საშუალება. შესაბამისად, იტალიელი სპეციალისტი თავს მშვიდად გრძნობას და როტაციის საჭიროებაც მოხსნილია დღის წესრიგიდან.

DC

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)