ვინ შეცვლის ლუნინს? - 6 შესაძლო ვარიანტი
ანდრეი ლუნინს, პრაქტიკულად, სამეფო კლუბის რიგებში თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლევა.
უკრაინელი მეკარე სერიოზულად ფიქრობს ზაფხულში მადრიდული გრანდის დატოვებაზე, რის შემდეგაც, ტიბო კურტუა დუბლიორის გარეშე დარჩება. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კი უკვე განიხილავენ შესაძლო ვარიანტებს, თუ ვინ შეიძლება დაიკავოს ადგილი სათადარიგო სკამზე და საჭიროების შემთხვევაში, სათანადო დონეზე დაიცვას გუნდის კარი.
„რეალში“ ბჭობენ, რომ ყველაზე ოპტიმალური იქნება ესპანეთის დედაქალაქში ანტონიო ადანის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ბოლო 2 სეზონის განმავლობაში ლისაბონის „სპორტინგის“ ღირსებას იცავს და მეტად წარმატებითაც. განვლილ სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა და მიმდინარეშიც, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ 4-ჯერ მოახერხეს მისთვის გატანა (11 შეხვედრაში). ამასთანავე საინტერესოა, რომ ადანს 2022 წლის ზაფხულში ეწურება კონტრაქტი მოქმედ კლუბთან და შესაბამისად, მადრიდელებს უანაგროდ შეეძლებათ მისი გაფორმება.
აღნიშნულის პარალელურად, „ბლანკოსში“ ისეთი გოლკიპერების გვარებმაც გაიჟღერა, როგორებიც არიან: დავიდ ოსპინა („ნაპოლი“), სერხიო ასენხო („ვილიარეალი“), ხოელ რობლესი („ბეტისი“) და ედგარ ბადია („ელჩე“).
DC
- 16 ნოემბერი 2021
- 588
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.