ალაბას მოლდოვასთან არ უასპარეზია
ფრანკო ფოდას შეგირდებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრაში მოლდოველებს უმასპინძლებს და დამაჯერებელი გამარჯვებაც (4-1) ჩაიწერეს აქტივში.
ნიშანდობლივია, რომ კლაგენფურტში გამართულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია გუნდის კაპიტან დავიდ ალაბას. მწვრთნელმა „რეალის“ ფეხბურთელს არაფრის მომცემ შეხვედრაში დასვენების საშუალება მისცა, რაც სასიამოვნო სიახლე გამოდგა ანჩელოტისათვის, ვინაიდან იტალიელი სპეციალისტის გუნდში საკმაოდ დიდი დატვირთვა მიდის ახალწვეულზე.
ავსტრიელებმა ჯგუფში 16 ქულით მე-4 პოზიცია დაიკავეს. აღნიშნული გზით, ისინი ყატარში ჩასატარებელი ტურნირის საგზურს ვერ დაეუფლნენ, თუმცა ამის გაკეთებას მაისში შეეცდებიან (ერთა ლიგის ფარგლებიდან).
- 16 ნოემბერი 2021
- 302
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.