საფრანგეთის მატჩს „რეალის“ სკაუტები ესწრებოდნენ

მადრიდის „რეალში“ ყოველთვის მნიშვნელოვან საფეხურზე იდგა ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მათთან კომუნიკაციის დამყარება.

ამჯერად, სამეფო კლუბის მზერა მოჰამედ ალი ჩოსკენაა მიმართული, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის 21 წლამდელთა ნაკრების რიგებში იასპარეზა, ედუარდო კამავინგას მხარდამხარ. გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთთან პაექრობას, „სანტიაგო ბერნაბეუს“ სკაუტები ესწრებოდნენ, რათა ცოცხალ რეჟიმში ეხილათ 17 წლის თავდამსხმელის ბურთაობა, რომელმაც მოედანზე ბოლო 28 წუთი გაატარა.

ალი ჩო „ანჟერის“ შემადგენლობაში ასპარეზობს. ლიგა 1-ის მე-13 ტურის თავზე, ფეხბურთელი 865 სათამაშო წუთსა და 2 შედეგიან დარტყმას მოითვლის. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ფრანგს 2022 წლის ზაფხულში ეწურება კონტრაქტი მოქმედ კლუბთან და მისი გადაბირებით, „ბლანკოსის“ გარდა, ბევრი გუნდია დაინტერესებული.

DC

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)