ვინისიუსს სიფრთხილე მართებს
ვინისიუს ჯუნიორი უახლოეს დღეებში დაბრუნდება სანაკრებო ბატალიებიდან და კვლავ სამეფო კლუბთან ერთად შეუდგება ვარჯიშს.
როგორც იცით, არსებული პაუზის დასრულების შემდეგ, „რეალს“ საკმაოდ რთული კალენდრის გადალახვა მოუწევს. პრიმერა დივიზიონის მასშტაბით, ანჩელოტის შეგირდებს, მომდევნო 4 პაექრობის გამართვა ისეთ კლუბებთან მოუწევთ, როგორებიც არიან: „გრანადა,“ „სევილია,“ „რეალ სოსიედადი“ და „ატლეტიკო.“
არსებული მომენტისათვის, ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც დიდებულ სეზონს ატარებს, 3 ყვითელ ბარათს მოითვლის. შესაბამისად, კარს მომდგარ შეხვედრებში დიდი სიფრთხილე მართებს, რათა სტატისტიკას კიდევ 2 არ მიუმატოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 1 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოუწევს, რაც ანჩელოტის გეგმებში არანაირად არ შედის.
DC
- 16 ნოემბერი 2021
- 869
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.