როგორ ირჯებიან განათხოვრებული მადრიდელები?

არსებული მომენტისათვის, მადრიდის „რეალს“ 5 ფეხბურთელი ჰყავს განათხოვრებული. საინტერესოა, როგორია მათი მდგომარეობა „სანტიაგო ბერნაბეუსგან“ შორს.

ოდრიოსოლა („ფიორენტინა“)

ესპანურ გრანდში 3 წლიანი სეზონის შემდეგ (აქედან ნახევარი წელი „ბაიერნში“ იჯარით), სან სებასტიანის მკვიდრმა ფლორენციაში დაიდო ბინა, სადაც ვინჩენცო იტალიანოს ხელმძღვანელობით, საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს. ალვაროს რთული კონკურენციის გაწევა უწევს ლორენცო ვენუტისთან, სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად, თუმცა ბოლო მატჩებიდან გამომდინარე, მწვრთნელის მის მიმართ უფრო დიდ ნდობას გამოხატავს. მიმდინარე სეზონში ოდრიოსოლამ 522 წუთი გაატარა საქმეში. მან ძირითად შემადგენლობაში იასპარეზა ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორებიც „ნაპოლი“ და „იუვენტუსი“ არიან.

ბრაჰიმი („მილანი“)

განვლილ სეზონში, ახალგაზრდა მოთამაშემ 7 გოლსა და 4 ასისტს მოუყარა თავი „როსონერის“ რიგებში. საგულისხმოა, რომ აღნიშნულის გაკეთებას სათადარიგო ფეხბურთელის სტატუსით ახერხებდა. რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია ახალ სეზონში, დიასმა მყარად გაიდგა ფესვები შემადგენლობის სასტარტო თერთმეტეულში. ესპანელი უკვე 760 სათამაშო წუთს მოითვლის (4 გოლი და 2 ასისტი) და რომ არა კორონავირუსი, გაცილებით მეტჯერ მიეცემოდა თავის გამოჩენის შანსი. ბრაჰიმის ნაყოფიერი ასპარეზობა არ გამორჩენია ლუის ენრიკეს, რომელმაც პირველად შეიყვანა ის „ფურია როხას“ განაცხადში. მოთამაშეს 2023 წლის 30 ივნისამდე აქვს მილანში ყოფნის ვადა, თუმცა ასეთი ბურთაობის გაგრძელების შემთხვევაში, „თეთრები“ მას ვადაზე ადრე დააბრუნებენ, რისი უფლებაც აქვთ მოქმედი კონტრაქტის თანახმად.

რეინიერი („დორტმუნდი“)

ბრაზილიელი ნახევარმცველის მეორე სეზონი გერმანიში ისეთივე უფერულია, როგორც პირველი. მან ვერაფრით მოიპოვა მარკო როსეს კეთილგანწყობა და ციფრებიც შესაბამისია - 164 წუთი მოედანზე. 19 წლის ნახევარმცველმა ერთხელ დაიწყო სასტარტო შემადგენლობიდან და ისიც სათასო შეხვედრაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეინიერი უკმაყოფილოა თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით და ბორუსიას დატოვებაზე ფიქრობს.

მაიორალი („რომა“)

ნამდვილად გაუგებარია ის სიტუაცია, რაც ბორხას ირგვლივ არის შექმნილი. წინა სეზონში რომაული კლუბის საუკეთესო ბომბარდირისთვოს (17 გოლი), მოურინიომ ძირითადი თერთმეტეულს კარი დაკეტა. მას მხოლოდ 100 წუთის განმავლობაში მიეცა თამაშის საშუალება. მაიორალის შესაძლებლობებით არა ერთი გუნდია დაინტერესებული და სრულიად შესაძლებელია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, მოთამაშემ ადგილმდებარეობა შეიცვალოს.

კუბო („მალიორკა“)

იაპონელმა ფეხბურთელი სეზონის სტარტზე რეგულარულად თამაშობდა, თუმცა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიღებული ტრავმის გამო, დღემდე სარეაბილიტაციო კურსს გადის. გავრცელებული ინფორმაციით, ტაკე ახლოს არის დაბრუნებასთან.

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (266)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)