ტიბო კურტუა - ევროპის კედელი
29 წლის კარის დარაჯი სტაბილური და საიმედოა, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში.
მიმდინარე სეზონის განმავლობაში, ევროპის ტოპ 10 ჩემპიონატის მასშტაბით, „რეალის“ გოლკიპერი ყველაზე მეტ სეივს მოითვლის - 47. მასთან ყველაზე ახლოს „ინტერის“ მეკარე ჰანდანოვიჩია - 44. რაც შეეხებათ მანუელ ნოიერსა და იან ობლაკს, შესაბამისად, 37 და 22 მოგერიებით იწონებენ თავს.
კურტუა მოწინააღმდეგის მიერ კარში დარტყმული ბურთების 74,19 %-ს წარმატებით უმკლავდება. აღნიშნულ სტატისკურ მაჩვენებელში, ის მხოლოდ მენდისა („ჩელსი,“ 85%) და დონარუმას („პსჟ,“ 75%) ჩამორჩება. ცნობისათვის, იტალიელ კიპერს მხოლოდ 7 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
ტიბო 3 წლის წინ შეუერთდა სამეფო კლუბის რიგებს. მან კონკურენციის ფარგლებში პირწმინდად დაამარცხა კეილორ ნავასი და ღირსეულად დაიმკვიდრა თავი „სანტიაგო ბერნაბეუზე.“ მისი ეფექტური თამაშის გამოს, შემადგენლობის მეორე მეკარეს საერთოდ არ ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება.
MARCA
- 16 ნოემბერი 2021
- 417
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.