სერბეთი იოვიჩს ეხმარება

რამდენიმე დღის წინ, სერბეთის ეროვნულმა ნაკრებმა ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

პორტუგალიასთან გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში, ლუკა იოვიჩი 86-ე წუთზე ჩაერთო საქმეში. მართალია, 23 წლის თავდამსხმელს არც ეროვნული ნაკრებში ეძლევა უხვი სათამაშო დრო, თუმცა სტატისტიკის მიხედვით, ის მეტად ეფექტურად გამოიყურება სამშობლოში, ვიდრე კლუბში.

ბალკანელების შემადგენლობაში ჩატარებულ უკანასკნელ 20 მატჩში, იოვიჩმა 7 შედეგიანი დარტყმა გაჩარხა. უფრო კონკრეტულად, ის საშუალოდ ყოველი 121.1 წუთის შემდეგ ახერხებს გოლის გატანას, ხოლო „რეალში,“ აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 555.5 (!) წუთს. ფორვარდი, რომელშიც სამეფო კლუბმა 2019 წელს 60 მლნ. ევრო გადაიხადა, ამ ეტაპისათვის, მხოლოდ 2 ბურთს მოითვლის (40 პაექრობაში).

მიუხედავად ყველაფრისა, ესპანეთში მაინც იმედის თვალით შეჰყურებენ ლუკას. კლუბში ფიქრობენ, რომ ფეხბურთელი ჯერ ახალგაზრდაა და წინ აქვს კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები.

AS


1

16 ნოემბერი 2021 10:27

  • ჯგუფი: მწერალი
  • |
  • სიახლეები: 148
  • |
  • კომენტარები: 486
- „რეალში,“ აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 555.5 (!) წუთს
აგი ნაციონალი ყოფილაა wink lol
-----------------------
15 LOADING...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (266)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)