მოდრიჩის ახალი კონტრაქტი პოგბას მიმართ ინტერესს არ შეამცირებს
სულ რაღაც თვენახევარი დარჩა იქამდე, სანამ მადრიდის „რეალი“ კილიან მბაპესთან და პოლ პოგბასთან მოლაპარაკებებს ოფიციალურად დაიწყებს და შეთანხმების მიღწევას იანვარში შეეცდება...
დიახ, „მარკამ“ დაადასტურა, რომ ფლორენტინო პერესი ლუკა მოდრიჩს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს და ხორვატი ფეხბურთელი მადრიდში 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება, თუმცა ეს გარემოება არ ამცირებს პოლ პოგბას მიმართ ინტერესს.
„ბლანკოსი“ ფრანგ ფეხბურთელზე მინიმუმ 5 წლიან გათვლას აკეთებს და სურს, რომ შეთანხმება იანვარში შედგეს, თუმცა მოთამაშე გუნდს ზაფხულში უნდა შეუერთდეს.
კარლო ანჩელოტის აზრით, პოგბას ადგილი მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში მოიძებნება, გამონაკლისი არც „რეალია“, ამიტომ პერესი ბოლომდე იბრძოლებს პოლის დასამატებლად.
- 15 ნოემბერი 2021
- 510
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.