სესხის დამატება „რეალის“ სატრანსფერო აქტივობას არ შეეხება

სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქციისთვის მადრიდის „რეალმა“ წელიწადნახევრის წინ 575 მილიონიანი სესხი აიღო, მაგრამ როგორც სჩანს, სესხის დამატება გარდაუვალია. ფლორენტინო პერესს თანხა 800 მილიონ ევრომდე ეზრდება...

მადრიდის „რეალი“ უახლოეს დღეებში გააკეთებს განაცხადს დამატებით 225 მილიონი ევროს მიღებაზე, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ იქონიებს ზეგავლენას გუნდის სატრანსფერო აქტივობაზე.

„ბლანკოსს“ საკმაოდ დიდი თანხა აქვს რეზერვში, რომელიც ტრანსფერებისთვის არის განკუთვნილი. გუნდი სწორედ ამიტომ იმატებს სესხს და არ ხარჯავს იმ დანაზოგს, რომელიც წლების მანძილზე დაუგროვდა.

ფლორენტინო პერესს 2022 წლის ზაფხულში „ახალი გალაქტიკოს“ შექმნა სურს, რომელიც 2022 წლის ბოლოს ახალ ბერნაბეუზე ითამაშებს და არაერთ სანახაობრივ დაპირისპირებას შემოგვთავაზებს.

რაც შეეხება სესხის პირობებს. ამ თანხის დაფარვას სამეფო კლუბი წლების მანძილზე, ეტაპობრივად მოახდენს, რათა ვალდებულებები კლუბის ბიუჯეტს მძიმედ არ დააწვეს.

სამეფო კლუბის ანალიტიკოსების და ფინანსისტების აზრით, გუნდი სარეკონსტრუქციო თანხის ამოღებას გახსნიდან რამდენიმე წელიწადში შეძლებს, დანარჩენს კი სუფთა მოგების სახით დააფიქსირებს.

  • Hala
  • 15 ნოემბერი 2021
  • 1 038
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (266)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)