გადაწყვეტილება მიღებულია - ლუკა მოდრიჩის მომავალი გაირკვა
არაერთი ესპანური გამოცემის ცნობით, ლუკა მოდრიჩის მომავალთან დაკავშირებით „რეალმა“ გადაწყვეტილება მიიღო...
ხორვატი ფეხბურთელისთვის ახალი კონტრაქტი მომზადდება, რომელიც ფეხბურთელის მადრიდში დარჩენას 2023 წლის 30 ივნისამდე გაითვალისწინებს.
„რეალს“ ამ ნაბიჯით ნახევარმცველისთვის პატივისცემის გამოხატვა სურს. მოდრიჩი განახლებულ ბერნაბეუზე ათეულობით მატჩის ჩატარებას მოასწრებს.
„მარკას“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება და ლუკიტას მომდევნო სეზონშიც ვიხილავთ.
ლეგენდარული ტრიო კაზემიროს, კროოსის და მოდრიჩის შემადგენლობით მომდევნო სეზონშიც უცვლელი იქნება.
- 15 ნოემბერი 2021
- 3 022
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.