მაკმანამანმა ასენსიოს ახალი კლუბი შეურჩია
„რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სტივ მანკმანამანმა, მარკო ასენსიოს შესახებ ვრცლად ისაუბრა.
„ვფიქრობ, თუ ესპანელმა ფეხბურთელმა ადგილმდებარეობის შეცვლა გადაწყვიტა, მისთვის იდეალური იქნება „არსენალის“ ვარიანტი. ობამეიანგი და ლაკაზეტი ახლოს არიან ლონდონური კარიერის დასრულებასთან და შესაბამისად, მარკოს სათამაშო პრაქტიკის პრობლემა არ ექნება. ჩემი აზრით, ოდეგარის მსგავსად, ასენსიოც „მეთოფეთა“ სტილის მოთამაშეა.“
„ბევრი ისეთი ფეხბურთელი ვიცი, რომლებსაც სამეფო კლუბში იშვიათად ეძლეოდათ თავის გამოჩენის საშუალება, თუმცა მაინც კმაყოფილნი იყვნენ. შესაძლოა ამის მიზეზი გახლდათ ესპანელობა, დედაქალის სიყვარული ან უბრალოდ „რეალის“ მაისურის ტარება. ალბათ, ასენსიოც ასეთი ფეხბურთელების კატეგორიას მიეკუთვნება. თუ ის დაფიქრდება, რომ მის წინ ბენზემა, მბაპე, ვინისიუსი და როდრიგო არიან და ამასთანავე, კარგი შესაძლებლობა ელოდება სხვაგან, არ არის გამორიცხული, წასვლის გადაწყვეილება მიიღოს.“
„შემტევი ნახევარმცველს საქმეში გატარებული დრო არადამაკმაყოფილებელია. მისი რეპუტაცია გაცილებით მაღალი იყო, როდესაც კლუბს შეუერთდა. შემდეგ მიიღო ტრავმა, თვეების განმავლობაში უქმობდა და მისი დონეც დაეცა. ყველაფერი ასენსიოს სურვილზეა დამოკიდებული და რა თქმა უნდა, „რეალზე.““
AS
- 15 ნოემბერი 2021
- 839
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.