კურტუა და აზარი ნაადრევად ბრუნდებიან მადრიდში
როგორც იცით, ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა უკვე მოიპოვა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საგზური.
სამშაბათს, „წითელი ეშმაკები“ საკვალიფიკაციო ეტაპის უკანასკნელ მატჩს ჩაატარებენ კარდიფში, უელსის წინააღმდეგ. გამომდინარე იქედან, რომ მომდევნო პაექრობას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს სტუმრებისათვის, რობერტო მარტინესის გადაწყვეტილებით, კურტუა და აზარი თანამემამულეებთან ერთად არ გაემგზავრებიან ბრიტანეთში. მათ საშუალება ეძლევათ, ნაადრევად დაბრუნდნენ ესპანეთში და „ვალდებებასზე“ სავარჯიშო პროცესში ჩაერთონ.
ტიბო და ედენი მოხარულნი არიან მწვრთნელის დამოკიდებულებით. ისინი თავიდან აირიდებენ ზედმეტი კილომეტრების დაფარვასა და დამატებით დატვირთვას. ამასთანავე, „შვიდიანი“ მოუთმენლად ელოდება ანჩელოტის განკარგულების ქვეშ მუშაობის განახლებას. სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისათვის, მას იტალიელი სპეციალისტის დარწმუნება მართებს.
რაც შეეხება გარეთ ბეილს, ის მონაწილეობას მიიღებს სამშაბათს გასამართ ორთაბრძოლაში. ჯგუფში მეორე ადგილის შესანარჩუნებლად, რაც ფლეი-ოფის სტადიაზე გასვლას ნიშნავს, „დრაკონებს“ მინიმუმ ფრე სჭირდებათ.
MARCA
- 15 ნოემბერი 2021
- 472
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.