დავიწყებული სერხიო არიბასი
სამეფო კლუბის გულშემატკივრები მეტად ქომაგობდნენ სერხიო არიბასს, რომელსაც ზიდანის „რეალში“ ეძლეოდა თავის გამოჩენის საშუალება.
განვლილ სეზონში, 20 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა 8-ჯერ იასპარეზა მთავარი გუნდის შემადგენლობაში და არც ისე ურიგოდ. მიუხედავად მწირი სათამაშო წუთებისა, მან მალევე შეაყვარა თავი ადგილობრივ პუბლიკას.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ახალგაზრდა ფეხბურთელის შესაძლებლობებით არა ერთი კლუბი იყო დაინტერესებული, თუმცა მან ადგილმდებარეობის შეცვლაზე უარი თქვა იმ იმედით, რომ „რეალის“ პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებდა და საჭიროების შემთხვევაში, კაზემიროს მთავარი შემცვლელი იქნებოდა.
არიბასითვის სამწუხაროდ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. 31 აგვისტოს, „თეთრებმა“ კამავინგას გადაბირების შესახებ განაცხადეს, რამაც სერხიოს მადრიდული კარიერის ოცნებას საძირკველი გამოაცალა. წლეულს, მას საერთოდ არ მისცემია სათამაშო დრო და მეტიც, უმეტეს ნაწილს რაულის განკარგულებაში ატარებს, სადაც აქტიურად ეხმარება თანატოლებს სეგუნდა ბ დივიზიონის შეხვედრებში.
არიბასი უიმედოდ უყურებს თავის სიტუაციას. დიდი ალბათობით, ის ზამთარშივე დატოვებს ესპანეთის დედაქალას.
AS
- 15 ნოემბერი 2021
- 820
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.