ანრი ბენზემაზე: „ეს სულაც არ გამკვირვებია“
ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ, რომელიც საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, კარიმ ბენზემას შესახებ საინტერესოდ ისაუბრა.
„დროთა განმავლობაში უმჯობესდება თუ არა კარიმის საფეხბურთო კომპონენტები? დიახ და ეს ჩემთვის სულაც არ არის გასაკვირი. მას დიდი ხნის განმავლობაში მოუწია რონალდუს გვერდით ასპარეზობა. პორტუგალიელის წასვლის შემდეგ, ვისთან მიდის ბურთი და ვინ ასრულებს პენალტებს, თუ არა ბენზემა?! „ცხრიანი“ ყოველთვის გამოირჩეოდა სიძლიერით, თუმცა კრიშტიანუზე უწევდა თამაში. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა და ყველამ დაინახა თავდამსხმელის რეალური შესაძლებლობები. როდესაც სიტუაცია მოითხოვს მისგან ლიდერობას, დიახ, ის არავის ტოვებს იმედგაცრუებულს.“
„კარგად მახსოვს, ბენზემას უკვე „ლიონის“ ძირითად გუნდში ჰქონდა შეხვედრები ჩატარებული, მაგრამ უარი არ უთქვამს მონაწილეობა მიეღო გამბარდელას* თასზე. მაშინ მივხდი, რომ კარიმი დიდებული ფეხბურთელი დადგებოდა.“
*ტურნირი, რომელიც საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული და მასში მონაწილეობას იღებენ 19 წლამდე მოთამაშეები.
DC
- 15 ნოემბერი 2021
- 892
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.