მბაპესთან კონტრაქტის გაფორმების თარიღი გადაწყდა
კილიან მბაპემ ჯერ კიდევ განვლილ ზაფხულს მიიღო საფრანგეთის დედაქალაქის დატოვების გადაწყვეტილება.
ყაზახეთთან ნამატჩევს, ახალგაზრდა ვარსკვლავმა აღიარა, რომ რამდენიმე თვის წინ ახალ კლუბში გადასვლისათვის ემზადებოდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება ვერ შედგა. მან პარიზულ გრანდს არა ერთგზის უთხრა უარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და ახლა 1-ლი იანვარის დადგომას ელოდება. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, ფეხბურთელს უფლება ეძლევა, მოქმედი გუნდის გარეშე, უშუალოდ აწარმოოს მოლაპარაკებები დაინტერესებულ მხარესთან.
თავის მხრივ, დღეებს ითვლიან ესპანეთის დედაქალაქშიც. როგორც კი ახალი, 2022 წელი დადგება, „სანტიაგო ბერნაბეუდან“ აქტიურ კომუნიკაციას დაამყარებენ კილიანთან. პორტალ MadridistaReal-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი იანვარშივე გააფორმებს კონტრაქტს მბაპესთან, ხოლო მისი გაოფიციალურება კი სეზონის დასრულების შემდეგ მოხდება. მადრიდელები ივლისში აპირებენ მის წარდგენას გულშემატკივრების წინაშე.
- 15 ნოემბერი 2021
- 2 679
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.