„რეალის“ 16 წლის ფეხბურთელის ულამაზესი გოლი [ვიდეო]
მადრიდის „რეალის“ აკადემიაში არა ერთი ნიჭიერი და იმედის მომცემი ფეხბურთელი ირიცხება. მათ შორისაა პოლ ფორტუნი, რომელმაც განვლილ მატჩში ულამაზესი შედეგიანი დარტყმა გაჩარხა.
ესპანეთის მესამე დივიზიონის მე-7 ჯგუფის მორიგი ტურის შეხვედრაში, „რეალ მადრიდ ხუვენილ C“ (17 წლამდელთა გუნდი), „ალუჩეს“ სტუმრობდა. პაუ კუესადას შეგირდებმა 5 უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს. 16 წლის ტარაგონელმა მოთამაშემ დუბლით გამოიჩინა თავი. განსაკუთრებით სანახაობრივი გამოდგა მისი მეორე გოლი. პოლმა თანაგუნდელის მიერ ჩაწოდებულ ბურთს, ე.წ. მაკრატელა დარტყმა დაუხვედრა (იხ. ვიდეო).
ფორტუნი ამპლუით ნახევარმცველია. მას ესპანეთში ახალ დავიდ სილვადაც კი მოიხსენიებენ. მიმდინარე სეზონში 2005 წელს დაბადებული ბიჭის მონაგარი 11 გოლსა და 4 ასისტს შეადგენს (8 მატჩში).
- 15 ნოემბერი 2021
- 626
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.