რუდიგერს „რეალისკენ“ უჭირავს თვალი, თუმცა . . .
რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ, რომ ანტონიო რუდიგერი ახალი კლუბის ძიებაშია.
გერმანელი ფეხბურთელი და „ჩელსი“ თანამშრომლობის ახალ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ და შესაბამისად, ცენტრალური მცველი, ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს ლონდონელთა რიგებს. მისდამი ინტერესს გამოხატავს სამეფო კლუბი. მადრიდელები ფიქრობენ, რომ საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშის უანაგროდ გადაბირება, მეტად სარფიანი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, კარიერის ესპანეთის დედაქალაქში გაგრძელების იდეა ძალიან მოსწონს თავად რუდიგერსაც, თუმცა მხოლოდ ერთი ფაქტორი აყოვნებს. არსებული მომენტისათვის, „რეალის“ უკანა ხაზში საიმედოდაა გამაგრებული მილიტაო-ალაბას ტანდემი და „თეთრი“ მაისურის მორგების შემთხვევაში, მისი სათამაშო წუთები მწირი იქნება.
DC
- 15 ნოემბერი 2021
- 564
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.