რა შემთხვევაში გაყიდის „რეალი“ მილიტაოს?
ბრაზილიელი ფეხბურთელი „რეალის“ დაცვის ბურჯად ჩამოყალიბდა.
კარლო ანჩელოტის ფორმაციის სამეფო კლუბში, მილიტაო ყველაზე მეტ დროს ატარებს საქმეში. ვარანისა და რამოსის ტანდემის დაშლის შემდეგ, ედერის მნიშვნელობა ერთი-ორად გაიზარდა შემადგენლობაში. მან უკანა ხაზის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სრულად აიღო და დავიდ ალაბასთან ერთად, საიმედო ტანდემს ქმნის.
23 წლის მოთამაშისადმი, რომელიც „ბლანკოსის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველის სტატუსს ატარებს, „ჩელსი“ გამოხატავდა ინტერესს, თუმცა მადრიდელებმა ლონდონელებს განუცხადეს, რომ მხოლოდ 80 მლნ. ევროს სანაცვლოდ შეელევიან მას.
კლუბის ამგვარი დამოკიდებულებით, ედერი ხელშეუხებელ ფეხბურთელთა რიგებს მიეკუთვნება.
DC
- 15 ნოემბერი 2021
- 823
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.