ანჩელოტი სრულ შემადგენლობას მოუყრის თავს
სანაკრებო პაუზიდან გამომდინარე, სამეფო კლუბის 12 ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებების რიგებში ირჯება.
აღნიშნული ბატალიების დასრულების შემდეგ, მადრიდელებს მეტად ნიშანდობლივი ციკლის დაწყება მოუწევთ და შესაბამისად, ფეხბურთელების სათანადო კონდიციებში ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
კარლო ანჩელოტი სამშაბათს (16 ნოემბერს) განაახლებს ვარჯიშებს „ვალდებებასზე.“ გუნდს ნელ-ნელა შეუერთდებიან მოთამაშეები, რომლებიც მიმდინარე დღეების განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძვიან. საგულისხმოა, რომ თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, „გრანადასთან“ შეხვედრისათვის (კვირას, 19:15), იტალიელი სპეციალისტის განკარგულებაში პირველი შემადგენლობის ყველა ფეხბურთელი იქნება, გარდა დანი სებალიოსისა. ეს უკანასკნელი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მიღებული დაზიანების გამო, სარეაბილიტაციო პროცესშია ჩართული.
განვლილი მატჩების დროს, ვალვერდე, როდრიგო და მარიანო ვერ ეხმარებოდნენ თანაგუნდელებს, თუმცა ახალგაზრდა მოთამაშეებმა საერთაშორისო შეხვედრებით გამოწვეული შესვენება ნაყოფიერად გამოიყენეს. მწყობრშია გარეთ ბეილიც. ამ უკანასკნელმა 2 თვიანი უქმობა ბელორუსიასთან პაექრობაში შეწყვიტა.
როგორც ცნობილია, ყველაზე გვიან, მადრიდში ვინისიუსი და მილიტაო დაბრუნდებიან.
MARCA
- 15 ნოემბერი 2021
- 431
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.