"არსენალი" მზადაა ბენზემაში 26 მილიონი გადაიხადოს
აქამდე ქარიმ ბენზემათი "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებოდნენ, ახლა კი მათ ლონდონის "არსენალიც" მიემატება.
წლევანდელი სეზონი ქარიმ ბენზემასთვის ნამდვილად არ იყო კარგი, "ბერნაბეუზე" ყველას ეგონა, რომ გუნდის მთავარი ფორვარდი გახდებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. "რეალმა" ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა.
ბენზემამ ადაპტაციის გავლა ვერ შესძლო, მას ძალიან ბევრი ტრავმები ჰქონდა, ქარიმს ადაპტაციის გავლა მუნდიალზე უნდოდა, მაგრამ სამწუხაროდ საფრანგეთის მწვრთნელმა ის მუნდიალს მიღმა დატოვა.
პრემიერ ლიგაში ბევრი გუნდები ინტერესდებიან ბენზემათი, სერ ალექს ფერგიუსონს უკვე ძალიან დიდი ხანია მისი შეძენა სურს, მაგრამ აქამდე ეს ვერ შეძლო, ახლა ქარიმისთვის "არსენალიც" იბრძოლებს, რომელიც "რეალს" 26 მილიონს სთავაზობს.
ინფორმაციის წყარო Defensacentral.com
- 9 ივლისი 2010
- 1 717
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.