ჯულს კუნდე „რეალს“ არ დავიწყებია
ჯულს კუნდეს სევილიური მომავალი საკმაოდ დიდი კითხვისნიშნისქვეშ არის. ფრანგი მცველი ანდალუსიას ყველა ვარიანტში დატოვებს, მაგრამ აქ მთავარი ის არის, თუ სად განაგრძობს კარიერას უკანახაზელი...
კუნდეზე პრეტენზიას მადრიდის „რეალი“, „ჩელსი“ და მანჩესტერ „სიტი“ აცხადებენ. ფეხბურთელს „სევილიასთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება, თუმცა ის 2022-ის ზაფხულში ყველა ვარიანტში შეიცვლის კლუბს.
ჯულსის ფასი კვლავ 60 მილიონ ევრომდეა, პერესს კი მისი შეძენა შედარებით ნაკლებ თანხად აქვს განზრახული, თუმცა თუ მანჩესტერულმა მხარემ ქმედითი ნაბიჯები გადადგა, ფლორენტინოს სევილიური მხრიდან მოთხოვნილი თანხის გადახდა მოუწევს.
- 14 ნოემბერი 2021
- 469
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.