მოდრიჩი:„ბედნიერი ვარ, ეს ჩემი ბოლო მუნდიალი იქნება“
ლუკა მოდრიჩის ხორვატიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა. „რეალის“ ფეხბურთელმა რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ მოედანზე 90 წუთი დაჰყო და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა...
„ბედნიერი და ამაყი ვარ. ჩემთვის ამ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ხორვატია მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც ჩემთვის ბოლო იქნება, ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია.“
„36 წლის ვარ, მუნდიალზე კი 37-ის ვიქნები. ჩემთვის დიდი პატივია ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვა, თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული.“
„ვიბრძოლებ ჩვენი გუნდის წარმატებისთვის, დღევანდელი დღე კი ნამდვილად ამაღელვებელია.“
- 14 ნოემბერი 2021
- 548
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.