„რეალი“ კესის სიტუაციას აკვირდება
როგორც ადრე AS-მა დაწერა, სამეფო კლუბი სიმპათიით არის განწყობილი 24 წლის ნახევარმცველის მიმართ.
მადრიდში აქტიურად აკვირდებიან ფრენ კესის ირგვლივ არსებულ სიტუაციას. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, „მილანი“ არ აპირებს ფეხბურთელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით და შესაბამისად, მხარეები აღარ გააგრძელებენ თანამშრომლობას, რომელიც მომდევნო ზაფხულს იწურება. ამრიგად, რამდენიმე თვეში, კოტდიუარელი, რომლის ფასიც Transfermarkt-ის მონაცემებით 55 მლნ. ევროს ფარგლებში მერყეობს, რამდენიმე თვეში თავისუფალი აგენტის სტატუსს მოირგებს და მზად იქნება მოლაპარაკების წარმოებისთვის.
განსაკუთრებული საფეხბურთო ხასიათის მქონე მოთამაშეს, მადრიდში კაზემიროს შემცვლელად განიხილავენ. ესპანელების პარალელურად, კესის პოტენციალისადმი ინტერესს პარიზული გრანდის გამოხატავს.
AS
- 14 ნოემბერი 2021
- 414
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.