„გრანადა“ „რეალთან“ მატჩს მძიმე მდგომარეობაში ხვდება

21 ნოემბერს, მადრიდის „რეალის“ მეტოქე „გრანადა“ იქნება. დიახ, სანაკრებო შეკრებები მალე დასრულდება და კარლო ანჩელოტი „ბლანკოსის“ მომზადებას სრულფასოვნად დაიწყებს, მანამდე კი გადავხედოთ მოწინააღმდეგის საშინელ სტატისტიკას და სატურნირო მდგომარეობას, რაც მადრიდისტებს ნამდვილად მოგვცემს ოპტიმიზმის საშუალებას...

ლა ლიგაში გამართულ 12 დაპირისპირებაში „გრანადამ“ მხოლოდ 11 ქულას მოუყარა თავი და მე-17 პოზიციაზე იმყოფება, ეს გუნდი გასავარდნ ზონასთან ყველას ახლოს არის. 2 გამარჯვება, 5 ფრე და 5 წაგება - სწორედ ეს არის გრანადელთა მონაგარი, რომელიც სახარბიელოდ ვერცერთ ვარიანტში ვერ ჩაითვლება.

ასევე აღსანიშნავია, რომ გუნდი გოლების კომპონენტშიც სერიოზულად მოიკოჭლებს. 12 თამაშში 11 გოლი ნამდვილად კატასტროფული შედეგია. გამოდის, რომ კოლექტივი თითო მატჩში საშუალოდ ერთი გოლის გატანასაც ვერ ახერხებს.

რაც შეეხება გაშვებულ გოლებს, გრანადელების კარის აღება მეტოქე გუნდებმა 16-ჯერ მოახერხეს.

მოპოვებული 11 ქულიდან გუნდმა 5 საშინაო არენაზე დააფიქსირა, ხოლო 6 საგარეო მატჩებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ანჩელოტის გუნდს სანაკრებო პაუზის შემდეგ მძიმე მეტოქე არ ეყოლება და „ბლანკოსმა“ „Los Carmenes“-იდან აუცილებლად უნდა წამოიღოს 3 ქულა.

  • Hala
  • 14 ნოემბერი 2021
  • 835
  • 4

1

14 ნოემბერი 2021 13:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 749
ძალიანაც კარგი

2

14 ნოემბერი 2021 15:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 872
ამ სტატიატიკას მაინცდამაინც ნუ ენდობით და ამის იმედად ნუ იქნებით. რეალის კარში თითქმის ყველა იტანს გოლს, სწორედ მაშინ უშვებენ თანნროცა გგონია ნოლზე მოიგებენ და უნერვიულო თამამაში იქნება, წყნარ თამაშს აქცევენ ხოლმე სანერვიულო თამაშად და სათუოდ იხდიან იმ მოპოვებულ სამ ქულას. რაც შეეხებე გოლებს , მაგალითისთვის ავიღოთ ლევანტე, რომელმაც სახლში 6 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, ამ 6 გოლიდან კიდე 3 ჩვენ გაგვიტანა. ასე რომ ეს სტატისტიკა სრულიად უსარგებლოა!

3

14 ნოემბერი 2021 16:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 877
რაც არ უნდა იყოს 3 ქულა დაიდება.თორე .ერე სოსიედადი და სევილიაა.ესენი გაიგიჟებენ თავს ჩვენთან.

წინა სეზონში 35 ე ტურში სევილია რო დაგვემარცხებინა ჩემპიონები გავხდებოდით.2-2 რო დამთავრდა
-----------------------
Decimotercero

4

14 ნოემბერი 2021 17:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
მთავარია სევილიას მოვუგოთ. მაგათთან დავთმეთ საჩემპიონო შეხვედრა. სევილია ვალენსია და ბილბაო იქნება გადამწყვეტი მატჩები ბქრსასთან ერთად. დანარჩენთან მაწსიმუმ 2-3 გატეხონ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (233)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)