„რეალის“ რადარზე ნდიდი გამოჩნდა
მადრიდის „რეალს“ არაერთ ფეხბურთელს უკავშირებენ, მათ შორის კი „ლესტერის“ ნახევარმცველი, ვილფრედ ნდიდიც არის...
ესპანური გამოცემების ცნობით, ნახევარმცველი კარლო ანჩელოტის ძალიან მოსწონს და თვლის, რომ ის მოედნის ცენტრში „ბლანკოსს“ ძალიან გააძლიერებს.
ნდიდი პრემიერლიგაში უკვე წლებია თამაშობს და „ლესტერისთვის“ მნიშვნელოვან ფეხბურთელადაც ითვლება. თავის დროზე ის გუნდში ნ'გოლო კანტეს შემცვლელად მიიყვანეს.
ნიგერიელ ფეხბურთელს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს უსრულდება.
ვილფრედის ყველაზე დიდი თვისება ფიზიკური სიძლიერე და პოზიციურად კარგი თამაშია, მისი ფასი ამ ეტაპზე 50 მილიონ ევროს აღწევს.
- 14 ნოემბერი 2021
- 429
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.