ანჩელოტის ახალი რჩეული ჰყავს
სანაკრებო ბატალიების პარალელურად, კარლო ანჩელოტი არსებული რესურსით ატარებს ვარჯიშებს „ვალდებებასის“ ბაზაზე.
პარასკევს ჩატარებულ სესიაზე, იტალიელმა დარიგებელმა „რეალ მადრიდ კასტილიადან“ უხმო რაფა მარინს, რომელიც კლუბში ყველაზე დამაიმედებელ ახალგაზრდა ცენტრალურ მცველად ითვლება. ის საკმაოდ ძლევამოსილი ფეხბურთელია და მიუხედავად ათლეტური აღნაგობისა (1მ. 91 სმ.), გამოირჩევა სისწრაფით. ამასთანავე, მისი საფეხბურთო არსენალი აღჭურვილია ტექნიკით და ის საკმაოდ სახიფათოა, როდესაც საქმე სტანდარტულ მდგომარეობას ეხება.
მიმდინარე სეზონში ესპანელმა მოთამაშემ 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ჟურნალისტები მის თამაშს მაღალ შეფასებს აძლევენ და აღნიშნავენ, რომ 19 წლის ბიჭი მალე დაიდებს ბინას ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში, რომელსაც გარკვეული პრობლემების აქვს უკანა ხაზში. კარლო ანჩელოტი კი მისი სახით გარკვეულ ალტერნატივას ხედავს, რომელსაც საჭირო დროს საქმეში გამოიყენებს.
აღსანიშნავია, რომ მარინის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ლომის წვლილი მიუძღვის დედას. თავდაპირველად, რაფა მეტად იყო გატაცებული მოტო სპორტით, თუმცა ოჯახის ჩარევის შემდეგ, მისი ყოველდღიური ცხოვრება სხვა მიმართულებით განვითარდა. „სევილიას“ ასაკობრივ გუნდებში პაექრობის შემდეგ, ის, 2016 წელს, მადრიდში გადაბარგდა.
AS
- 14 ნოემბერი 2021
- 942
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.