ვინისიუსი ევროპულ პასპორტს მალე მიიღებს
ვინისიუს ჟუნიორი ევროპულ პასპორტს მალე მიიღებს. მადრიდის „რეალმა“ ამ საკითხზე მუშაობა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე, ბევრი საკითხი შეჩერდა...
„ბლანკოსის“ მიზანია, წინახაზელის ევროპის მოქალაქეობა მალე გააფორმოს და ამით კვოტა გაათავისუფლოს. მოგეხსენებათ, ასევე არაევროპული სტატუსის მფლობელები არიან როდრიგო და ედერ მილიტაო.
სამეფო კლუბი ვინის მალე ახალ კონტრაქტს შესთავაზებს და ხელფასსაც გაუზრდის, ამასთან ერთად კი დიდი სიურპრიზი იქნება ორმაგი მოქალაქეობის მიღება.
DC-ს ინფორმაციით, უახლოეს თვეებში ბრაზილიელ ფეხბურთელთან დაკავშირებით ბევრი რამ გახდება ცნობილი.
მადრიდში ასევე ინტენსიურად მუშაობენ ტაკე კუბოსა და რეინიერ ჟესუსის საკითხზე, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა აქვთ.
- 14 ნოემბერი 2021
- 415
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.