საფრანგეთმა, ბელგიამ და უელსმა მარტივად გაიმარჯვეს

სანაკრებო ბატალიების მორიგ სათამაშო დღეს, ევროპის გრანდებმა მარტივი გამარჯვებები ჩაიწერეს აქტივში.

საფრანგეთი 8-0 ყაზახეთი

2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსწინა ტურში, მეტოქის არასპორტული ანგარიშით განადგურებით, „მამლებმა“ ტურნირის საგზური დაიბევეს. კარიმ ბენზემამ 71 წუთი გაატარა საქმეში და ამ პერიოდის განმავლობაში დუბლის გაფორმებაც მოახერხა. ცალკე აღნიშვნის ღირსია მბაპეს პერფორმანსი, რომელმაც 4 გოლით გამოიჩინა თავი.

ბელგია 3-1 ესტონეთი

რობერტო მარტინესის შეგირდები დამაჯერებელ გამარჯვებას დაეუფლნენ. კურტუა და აზარი პირველი წუთებიდან ირჯებოდნენ მწვანე მინდორზე. გოლკიპერმა შეუცვლელად იასპარეზა, ხოლო ედენმა 62-ე წუთზე გადაინაცვლა სათადარიგო სკამზე. მოპოვებული 3 ქულის შედეგად, „წითელმა ეშმაკებმა“ ყატარში ასპარეზობა გაინაღდეს.

უელსი 5-1 ბელორუსია

„დრაკონებმა“ გარეთ ბეილის მოედანზე დაბრუნება მსუყე მოგებით აღნიშნეს. „რეალის“ ფეხბურთელი მეორე ტაიმში აღარ გამოჩენილა მოედანზე, ხოლო პირველ ნახევარში, ასისტის გაკეთება მოასწრო. აღსანიშნავია, რომ განვლილი პაექრობა მისთვის საიბულეო, მე-100 გამოდგა ეროვნული გუნდის მაისურით. ბრიტანელები მუნდიალზე მოხვედრას საპლეიოფო გზით შეეცდებიან, ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის ტურში, რომელიც 16 ნოემბერს შედგება, ბელგიელებს შეერკინებიან.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (233)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)