ზიდანის დაწყებული კაზემიროს ტრანსფორმაცია ანჩელოტიმ შეაჩერა
ზინედინ ზიდანმა სამწვრთნელო საქმიანობის ბოლო სეზონში კაზემიროსგან განსხვავებული ფეხბურთელის მიღების პროცედურა დაიწყო, მაგრამ შემდეგ თანამდებობა დატოვა და კაზემიროს „კანტეს სტილში“ გადაწყობა ვერ შედგა...
ანჩელოტის ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს. იტალიელმა ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფორმაცია შეაჩერა და მოთამაშეს მოუწოდა, რომ ისევ საკუთარი პოზიციის გამყარებასა და უფრო განვითარებაზე იფიქროს.
კარლოს აზრით, დღევანდელ დღეს კაზემირო მსოფლიოს საუკეთესო ჩამშლელია და მას სხვა ფუნქციები არ უნდა ევალებოდეს. ამისთვის გუნდს ვალვერდე, მოდრიჩი, კროოსი, ისკო და სხვები ჰყავს.
ნახევარდაცვის ლიდერმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეტევაში საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, ის შესანიშნავად ახერხებს კარში დარტყმას და მომენტებსაც ამწვავებს, მაგრამ მას მაინც სხვა ფუნქცია აქვს.
„ბლანკოსის“ დამრიგებლის აზრით, „რეალის“ წარმატების საიდუმლო ბალანსის დაცვაა, ამისთვის კი კაზემიროს თამაში საკუთარ პოზიციაზე, თანაც სტაბილურად, ძალიან მნიშვნელოვანია.
კაზემ სეზონი არასტაბილურად დაიწყო, თუმცა ძალიან მალე დაიბრუნა სასურველი კონდიცია და ჯერ კიდევ მუშაობს იმისთვის, რომ ფორმის პიკამდე მივიდეს.
- 13 ნოემბერი 2021
- 1 342
- 5