მოდრიჩის შეთავაზება „რეალს“
მიმდინარე ფორმაციის „რეალში“ ხორვატი ფეხბურთელი უხუცესი წევრის სტატუსს ატარებს.
36 წლის ლუკას, მომდევნო ზაფხულს ეწურება მოქმედი ხელშეკრულება სამეფო კლუბთან. თავად მოთამაშის სურვილია, რომ ესპანეთის დედაქალაქში კიდევ ერთი წლით დარჩეს და შუალედში, ყატარში გასამართ მუნდიალზე სწორედ „ბლანკოსის“ შეგირდის ამპლუით წარდგეს.
DefensaCentral-ის ცნობით, მოდრიჩი მზად არის, მადრიდული კარიერის გახანგრძლივების სანაცვლოდ, თანხმობა განაცხადოს ყოველწლიური ანაზღაურების შემცირებაზე. ამ ეტაპისათვის, მისი ჰონორარი 10 მილიონ ევროს შეადგენს.
გამომდინარე იქედან, რომ ლუკიტას სათამაშო კონდიციები დამაკმაყოფილებელია და ის კვლავ რჩება შემადგენლობის მნიშვნელოვან წევრად, სავარაუდოდ, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებულ საკითხებზე, მას უახლოეს მომავალში დაიბარებენ „სანტიაგო ბერნაბეუზე.“
DC
- 13 ნოემბერი 2021
- 3 809
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.